Thumbnail

'დერბის წინ მილანზე მაღლა ყოფნა ჯობია' - ანტონიო კონტე ინტერის ლიდერობაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის ინტერი 3:1 რომის ლაციო
  • ნერაძურიმ მილანის წაგებით ისარგებლა და ჩემპიონატში გალიდერდა
  • ინტერის მთავარი მწვრთნელი აღიარებს, რომ ამ დღეს დიდი ხანი ელოდა

მილანის ინტერი სერია A-ს სატურნირო ცხრილში გალიდერდა - ანტონიო კონტეს გუნდმა 22-ე ტურის შეხვედრაში შინ რომის ლაციო დაამარცხა (3:1). მატჩის შემდეგ ინტერის მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა და წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონტემ ყურადღება მომავალ თამაშზეც გაამახვილა, რომელსაც ინტერი მილანთან ჩაატარებს.

"სატურნირო ცხრილის სათავეში მოხვედრა ის მიზანია, რომლის მიღწევა დიდი ხნის განმავლობაში გვსურდა და დღეს ეს შევძელით ძალია ძლიერ გუნდთან მატჩში მიღწეული შედეგით. ვულოცავ ლაციოს და სიმონე ინძაგის - მათ ძლიერი, ორგანიზებული და ხარისხიანი გუნდი ჰყავთ. ის, რომ მათ ჩვენამდე ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს, აჩვენებს მათ ძალას, მაგრამ ამავდროულად, ააშკარავებს ჩვენს ხასიათსაც.

გახარებული ვარ ჩემი ფეხბურთელებით. ეს ჩვენთვის აუცილებლად უნდა გახდეს ათვლის წერტილი და არა - ფინიში. ვიცით, რომ მომდევნო თამაში მილანთან დერბია. რა თქმა უნდა, ცხრილში მათზე მაღლა ყოფნა გაცილებით ჯობია. ეს იქნება საინტერესო თამაში ორ გუნდს შორის, რომლებსაც დიდი ამბიციები აქვთ", - აქვეყნებს ანტონიო კონტეს სიტყვებს იტალიური მედია. 

მილანის ინტერმა "სან სიროზე" ლაციო ლუკაკუს დუბლითა და ლაუტარო მარტინესის გოლით დაამარცხა. რომაელთა მხრიდან გატანა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა მოახერხა.

📺 ინტერი V ლაციო

მილანის ინტერს 22 მატჩში მოპოვებული 50 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერია. ანტონიო კონტეს სულ ქულით ჩამორჩება მილანი, რომელმაც ბოლო ტურში სპეციასთან წააგო (0:2). მილანური დერბი 21 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები