Thumbnail

'ტკივილი აუტანელია' - ნეიმარი ბარსასთან მატჩებს გამოტოვებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაზე ბარსას წინააღმდეგ ორივე მატჩს გამოტოვებს
  • ბრაზილიელი, მის ტრავმიანობას, მეტოქეთა დამოკიდებულებას აბრალებს

ტრავმის გამო ნეიმარი დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასთან ორივე მატჩს გამოტოვებს. "ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ტკივილი აუტანელია და გამუდმებით თავს მახსენებს..." - ამბობს ნეიმარი.

ოთხშაბათს მიღებული ტრავმის შემდეგ გადაღებულმა სურათებმა აჩვენა, რომ ბრაზილიელს საზარდულის ტრავმა აწუხებს, რომლის მკურნალობასაც მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება. ტრავმიანობას, ნეიმარი მეტოქეთა მის მიმართ დამოკიდებულებას აბრალებს.

"გამუდმებით მესმის კომენტატორებისგან, მწვრთნელებისგან, რომ მე უნდა 'ჩამარტყან' ისე ვერ გამაჩერებენ. ამაზრზენია ამის მოსმენა, ჩემ სათამაშო სტილს, რომ მხოლოდ 'ჩარტყმას' უპირისპირებ და შემდეგ კიდევ მე ვარ სიმულიანტი." - ამბობდა ბრაზილიელი.

ნეიმარის სიტუაციაზე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - მაურისიო პოჩეტინომაც ისაუბრა "მას ძალიან სურდა ბარსელონაში ჩასვლა და ბარსასთან თამაში, უყვარს ეს გუნდი. თუმცა სამწუხაროდ მას ამის შანსი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიეცეს."

კომენტარები

ბოლო ამბები