Thumbnail

'ვნახოთ ეს ქუჩის ძაღლი რისი გამკეთებელია' - უსმანი მასვიდალს მიმართავს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

კამარუ უსმანმა დღეს მისი ყოფილი გუნდელი - გილბერტ ბერნსი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის ნახევრად საშუალო წონის ქამარი მესამედ დაიცვა.

ბრძოლის შემდეგ კამარუმ ჯო როგანთან საუბარში ხორხე მასვიდალზე ისაუბრა, რომელიც 2020 წელს 5-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ გადაწყვეტილებით დაამარცხა.

"თავის თავს იესოს უწოდებს, მართლა ჰქონია, რომ იესოა? ამ ქუჩის ძაღლს უთხარით, რომ მოემზადოს, თუ არ ეშინია კონტრაქტზე ხელის მოწერა მოუწევს" - ამბობს უსმანი.

ივლისში წესით კამარუს ბერნსთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრაზილიელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად 6 დღით ადრე, ბერნსი მასვიდალით შეცვალეს და 6 დღე ბუნებრივია ბრძოლის სამზადისისთვის ცოტა დროა.

"მარცხის მიზეზი ამ 6 დღეზე ააწყო, ახლა მოსამზადებლად დიდი დროა ექნება და ვპირდები, რომ ამჯერად ნოკაუტით წააგებს." - დაამატა ბოლოს კამარუმ.

კომენტარები

ბოლო ამბები