Thumbnail

მეგობრების ბრძოლა უსმანის გამარჯვებით დასრულდა - კამარუმ მასვიდალი გამოიწვია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კამარუ უსმანმა გილბერტ ბერნსი დაამარცხა
  • ნიგერიელმა UFC-ის ტიტული მესამედ დაიცვა

UFC-ის ნახევრად საშუალოდ წონის ნიგერიელმა ჩემპიონმა - კამარუ უსმანმა დღეს თავისი ყოფილი გუნდელი და მეგობარი, ბრაზილიელი მებრძოლი - გილბერტ ბერნსი დაამარცხა და ქამარი კარიერაში მესამედ დაიცვა.

ამ გამარვჯებით, კამარუმ დივიზიონში ზედიზედ მოგებული ბრძოლების რაოდენობით (13), ლეგენდარულ ჟორჟ სენ-პიერს (12) გადაასწრო, თუმცა კანადელს 12-ივე ბრძოლა ქამრისთვის ჰქონდა ჩატარებული.

ბრძოლა ბარნსის აქტიურობით დაიწყო და პირველივე წამებზე, გილბერტმა ძლიერი დარტყმით მეტოქის ძირს დანარცხება შეძლო. თუმცა უსმანი წამოდგა, მეორე რაუნდში რევანში აიღო და მესამეში ბრძოლა ბერნსის ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა.

უსმანი V ბერნსი - ემოციური კადრები ბრძოლის შემდეგ

ბრძოლის პარტერში გადაყვანას კამარუ მთელი 3 რაუნდი უფრთხოდა, რადგან ჯიუ-ჯიცუ გილბერტ ბერნსის ძლიერი მხარეა. ბრაზილიელი რამდენიმეჯერ ეცადა კამარუს წაქცევას, მაგრამ მისი თანამემამულის - დემიენ მაიას (კიდევ ერთი ჯიუ-ჯიცუს სპეციალისტი) მსგავსად არაფერი გამოუვიდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ოქტაგონზე ემოციური კადრები ვიხილეთ, აცრემლებული ბერნსის და კამარუს დიალოგი და თვით აცრემლებული კამარუც, რაც აქამდე ალბათ არ გვენახა. ბრძოლა გამარჯვებულისთვისაც საკმაოდ ემოციური გამოდგა.

რამდენიმე წუთში, ჯო როგანისთვის მიცემულ ინტერვიუში, უსმანმა განაცხადა, რომ მასვიდალთან რემატჩი სურს "იმ ქუჩის ვირთხას მინდა ვუთხრა, რომ აქ ვარ და ველოდები. მაგრამ ხომ ვიცი, კონტრაქტზე ხელს არ მოაწერს. წინა მარცხის მიზეზი 6 დღიან მომზადებაზე ააგო, იძახის, რომ ცხვირი გამიტეხა... ახლა დიდი დრო ექნება მოსამზადებლად და ველოდები." - ამბობს კამარუ.

მასვიდალის გარდა, მის მომავალ მეტოქედ ბრიტანელი ლეონ ედვარდსი (რომელიც ადრე დამარცხებული ჰყავს) განიხილება, იმ შემთხვევაში თუ ბირმინგემელი მომავალ ბრძოლას მოიგებს, რომელიც ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ წარმოშობით ჩეჩენი სპორტსმენი ბრძოლის ჩატარებას ვერ ახერხებს და შესაძლოა კოლბი კოვინგტონით შეცვალონ.

კომენტარები

ბოლო ამბები