Thumbnail
  • MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა
  • MAIN CARD-ის მთავარი ბრძოლა ნოკაუტით დასრულდა
  • მთავარი ბრძოლები სრულად და ყველა ჩხუბის შედეგი

MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის ორთაბრძოლები დასრულდა. საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა. პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე მიმდინარეობდა.

პირველი ტურის მთავარი ბრძოლა ოთარ თანზილოვმა მოიგო

საერთო ჯამში, პირველ ტურში 15 ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან მთავარი 5 დუელი გახლდათ. პირველ ტურში ერთი ნოკაუტი ვნახეთ და ისიც MAIN CARD-ის და ზოგადად დღის მთავარ ბრძოლაში: ოთარ თანზილოვმა (თბილისი) ადამ ვაშაყმაძე (ხულო) ნოკაუტით, ბრძოლის დაწყებიდან წუთზე ოდნავ მეტში დაამარცხა. ქვემოთ მთავარი ბრძოლების ვიდეოებს და ყველა დანარჩენი ჩხუბის შედეგებს ნახავთ.

ასლან გორგიშვილმა რუსლან ბოლქვაძე დაამარცხა

MAIN CARD-ის ბრძოლები

შენიშვნა: წყვილებში გამარჯვებულები მონიშნულია მუქი ფერით

👊 61 კგ: გიორგი ზურებიანი (18 წლის, თბილისი) V ვეფხო ჭინჭარაული (21 წლის, თბილისი)

👊 77 კგ: ლუკა ბრეგვაძე (18, თბილისი) V იბრაგიმ ბაკაევი (19, ახმეტა)

👊 77 კგ: ბექა თამლიანი (21, წალკა) V გიორგი კაბულაშვილი (26, გორი)

👊 77 კგ: რუსლან ბოლქვაძე (21, წალკა) V ასლან გორგიშვილი (30, პანკისი)

👊 61 კგ: ადამ ვაშაყმაძე (30, ხულო) V ოთარ თანზილოვი (22, თბილისი)

9 ბრძოლა Under Card-ში

მანამდე, Under Card-ის ბრძოლები გაიმართა, რომლითაც საღამო დაიწყო: საბა სოჟაშვილმა კახა შეწირული (ორივე თბილისი) პირველსავე რაუნდში დაამარცხა, ხოლო ყაზბეგელმა გიორგი წამალაიძემ, თბილისელ გიორგი კობალაძეს მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. მესამე ბრძოლაში, ახალციხელმა მერუჯან პალიანმა თბილისელი თორნიკე ვარადაშვილი ძალიან მალე დაამარცხა. ელგუჯა გოგიას და ილია ქარუხნიშვილის ბრძოლა კი სამრაუნდიანი გამოვიდა - ქარუხნიშვილი პირველ ორ რაუნდში თითქოს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მე-3 რაუნდში გოგიამ ბრძოლა თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

Under Card-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა ქარუხნიშვილისა და გოგიას დუელი გახლდათ, რომელიც ამ უკანასკნელმა მოიგო

მომდევნო ბრძოლებში ლუკა გიორგაძემ საკმაოდ იოლად და სწრაფად შეძლო გიორგი ხუნწარიას დამარცხება, ხოლო ნიკა აბრამიშვილმა კი გურამ კვარაცხელიას მოუგო. ფერეიდნელი ქართველის, იასინ იოსელიანისა და თბილისელი ვაჟა მაჭარაშვილის ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა და 3 რაუნდი გაგრძელდა. გადამწყვეტ რაუნდში გამარჯვება მაჭარაშვილმა მოიპოვა. ასევე 3-რაუნდიანი ბრძოლა ვიხილეთ გიორგი კოტორაშვილსა და ბექა ხუციშვილს შორის. გარდამავალი უპირატესობით წარმართულ დუელში, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებული კოტორაშვილი გამოვიდა. Under Card-ის ბოლო ბრძოლა კი სენაკელმა რომან ყურაშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა კონცელიძე დაამარცხა.

UNDER CARD-ის შედეგები

შენიშვნა: წყვილებში გამარჯვებულები მონიშნულია მუქი ფერით

👊 66 კგ: კახა შეწირული (20 წლის, თბილისი) V საბა სოზაშვილი (20 წლის, თბილისი)

👊 70 კგ: გიორგი წამალაიძე (30, ყაზბეგი) V გიორგი კობალაძე (22, თბილისი)

👊 66 კგ: თორნიკე ვარადაშვილი (18, თბილისი) V მერუჯან პალიანი (18, ახალციხე)

👊 66 კგ: ელგუჯა გოგია (19 წლის, ფოთი) V ილია ქარუხნიშვილი (25, თბილისი)

👊 66 კგ: ლუკა გიორგაძე (21, თბილისი) V გიორგი ხუნწარია (18, თბილისი)

👊 70 კგ: ნიკა აბრამიშვილი  (18, თბილისი) V გურამ კვარაცხელია (20, ფოთი)

👊 93 კგ: იასინ იოსელიანი (24, თბილისი) V ვაჟა მაჭარაშვილი (22, თბილისი)

👊 93+ კგ: გიორგი კოტორაშვილი (27 თბილისი) V ბექა ხუციშვილი (25, თბილისი)

👊 70 კგ: ნიკა კონცელიძე (26, თბილისი) V რომან ყურაშვილი (27, სენაკი)

📺 ვიდეო: მთლიანი ივენთი და ყველა ბრძოლა სრულად

კომენტარები

ბოლო ამბები