Thumbnail

რუსი ჩოგბურთელი დანიილ მედვედევი ავსტრალიის ღია პირველობის მატჩის დროს საკუთარ მწვრთნელს დაუპირისპირდა!

მიუხედავად იმისა, რომ მედვედევმა პირველი ორი სეტი მოიგო, მას სერბ ფილიპ კრაინოვიჩთან მაინც 5-სეტიანი თამაში მოუწია. მესამე სეტში, რომელიც რუსმა 4:6 დათმო, მედვედევმა მწვრთნელ ჟილ სერვარას ყვირილი დაუწყო. როდესაც ანგარიში 1:4 გახდა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მედვედევი სკამისკენ თითის ქნევით წავიდა და მწვრთნელს მიანიშნა, რომ ის უნდა წასულიყო. და მართლაც: 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელმა არენა დატოვა, მედვედევს კი მიაძახა: “ვიცი, რომ მატჩს მოიგებ.”


ასეც მოხდა: მართალია, რუსმა მეოთხე სეტიც წააგო და ანგარიში 2:2 გახდა, მაგრამ ბოლო სეტში მედვედევმა მეტოქე 6:0 დაამარცხა და საბოლოოდ, რუსმა 3-საათიანი მატჩი მაინც მოიგო, მერვედფინალში კი ამერიკელი მაკენზი მაკდონალდს ხვდება. ამ გამარჯვებით 25 წლის მედვედევმა თავისი შთამბეჭდავი მოგებათა სერია კიდევ უფრო გააუმჯობესა. ნოემბრის დასაწყისის შემდეგ მას 17 მატჩი აქვს მოგებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები