Thumbnail

დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენი რაფაელ ნადალი მორიგი ტრიუმფისკენ სვლას წარმატებით აგრძელებს. 34 წლის ესპანელმა შაბათს ბრიტანელი კემერონ ნორი სამ სეტში, 7:5, 6:2, 7:5 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა.

თუკი რაფა ავსტრალიის ღია პირველობას მოიგებს, ჯამში 21 დიდი სლემი ექნება მოგებული, რითაც როჯერ ფედერერს გადაასწრებს და ყველა დროის რეკორდსმენთა რეიტინგში ერთპიროვნული ლიდერი გახდება. შეგახსენებთ, რომ ნადალს ავსტრალიის ღია 2009 წლის შემდეგ აღარ მოუგია. შესაბამისად, ესპანელი გახდება პირველი ჩოგბურთელი პროფესიონალური ჩოგბურთის ერაში (1968 წლიდან), რომელსაც თითოეული დიდი სლემი მინიმუმ ორჯერ ექნება მოგებული.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს ტურნირის წინ ზურგის ტრავმა აწუხებდა და სწორედ ამიტომ გამოტოვა ATP Cup, წლის პირველ დიდ სლემზე კი ჯერ ერთი სეტიც კი არ წაუგია. 

ნადალი მელბურნში მერვედფინალში მე-14-ედ გავიდა (მხოლოდ ფედერერი იყო უფრო მეტჯერ - 18) და ორშაბათს იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება, რომელმაც ავსტრალიელი ალექს დე მინორი 6:4, 6:3, 6:4 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები