Thumbnail
  • ძმებმა არველაძეებმა ტრაბზონსპორში ყოფილი თანაგუნდელები მოინახულეს
  • ცნობილია, რომ შოთას მთავარ მწვრთნელად მიწვევით თურქეთში ინტერესდებიან 

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთში იმყოფებიან, სადაც ტრაბზონსფორში ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდნენ. შოთა არველაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ყოველთვის მიხარებს ჩემი ძველი თანაგუნდელების ნახვა", - დააკომენტარა შოთამ ფოტოსურათი, სადაც ის და აჩი ჰამი მანდირალისთან, ოგუნ ტემიზკანოღლუსთან, ლემი ჩელიკთან, თოლუნაი კაფკასა და სონერ ბოსთან ერთად არიამ გადაღებულნი.

Always great to see my old teammates ❤️ #trabzonspor 🔵🔴

Posted by Shota Arveladze on პარასკევი, 12 თებერვალი, 2021

შოთა და არჩილ არველაძეებმა ევროპული კარიერა ტრაბზონსპორიდან გაიკეთეს, სადაც 1993-97 წლებში გამოდიოდნენ და მისი გულშემატკივრების ნამდვილი კერპები იყვნენ. ტყუპები კლუბთან ერთად 1994/95 წლებში თურქეთის თასის გამარჯვებულებიც გახდნენ. 

2015 წელს შოთა არველაძე ტრაბზონსპორში უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა, თუმცა კლუბს მალევე დაემშვიდობა. მას შემდეგ ტრაბზონის კლუბში შოთას შესაძლო დაბრუნებაზე არაერთხელ დაიწერა.  

შოთა და არჩილ არველაძეები 90-იანებში ტრაბზონის ვარსკვლავები იყვნენ

47 წლის ქართველი სპეციალისტი, რომელიც ბოლოს ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნიდა, ამჟამად დაუსაქმებელია და წინადადებებს განიხილავს. ცნობილია, რომ შოთას მიწვევის სურვილი თურქეთშიც აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები