Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფი საბოლოოდ დაკომპლექტდა
  • საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქე ისლანდიაა

მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფი, სადაც საქართველოს ნაკრები 2019 წელს იასპარეზებს, საბოლოოდ დაკომპლექტდა. ცნობილია საქართველოს ჰოკეის ნაკრების ხუთივე მეტოქის ვინაობა: ახალი ზელანდია, ისრაელი, ჩრდილოეთი კორეა, მექსიკა და ისლანდია. 

ყველაფერი საქართველოს ჰოკეის ნაკრების შესახებ

► ქართულ ჰოკეის მხარდაჭერა სჭირდება - ინტერვიუ ოლივერ ობოლგოგიანთან

სულ ბოლოს გაირკვა, რომ ჩვენი მეტოქე ისლანდია იქნებოდა. ეს ჰოლანდიურ ტილბურგში მოხდა, სადაც II დივიზიონის A ჯგუფის ტურნირი გაიმართა. ტურნირი მასპინძელმა ჰოლანდიამ მოიგო და პირველ დივიზიონში დაბრუნდა (2016 წლის მერე), ხოლო დივიზიონი ისლანდიის ნაკრებმა დატოვა, რომელმაც ჯგუფში ხუთივე ორთაბრძოლა წააგო. 

ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ავსტრალიასთან 0:3, ჰოლანდიასთან 1:11, ბელგიასთან 3:6, ჩინეთთან 1:3 და სერბეთთან 2:5 დათმო. 

მიუხედავად ამისა, 2019 წელს ალბათ ეს გუნდი იქნება მთავარი ფავორიტი II დივიზიონის B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. 

თუ სად და ზუსტად რა ვადებში გაიმართება ეს ტურნირი გაისად, 17-20 მაისს დანიაში გადაწყდება, სადაც ელიტაში მსოფლიოს ჩემპიონატთან ერთად მსოფლიო ორგანიზაციის კონგრესიც გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები