Thumbnail

ფლიკმა ექვსივე ტიტული მოიგო - ბაიერნმა ტიგრესი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მიუნხენის ბაიერნმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო
  • ჰანსი ფლიკის გუნდმა მექსიკური ტიგრესი დაამარცხა

ბაიერნმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ტიგრესს 1:0 მოუგო და ტიტულს დაეუფლა. ჰანსი ფლიკის გუნდმა შეხვედრა პავარის გოლით მოიგო. ფრანგმა მცველმა ცარიელ კარში მოახერხა გოლის გატანა.

ბაიერნმა სეზონში რიგით მე-6 ტიტული მოიგო და პეპ გვარდიოლას ბარსელონას რეკორდი გაიმეორა, როცა კატალონიელებმა ყველა ტიტული მოიგეს. ბაიერნმა გერმანის ბუნდესლიგის, თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო, რის შემდეგაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც გაიმარჯვა.

ფლიკის გუნდი წელს იმავე შედეგს ვერ გამეორებს, რადგანაც "რეკორდმაისტერი" გერმანიის თასიდან გავარდა. ბაიერნს წელს გერმანიის ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები