Thumbnail

გურული და ბეგაძე ნახევარფინალში - ქართველი მოკრივეების წარმატება უნგრეთში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უნგრეთში A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს
  • ნიკოლოზ ბეგაძე და ლაშა გურული 1/2 ფინალში გავიდნენ

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში სამოყვარულო კრივში A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს - იშტვან ბოშკაის 65-ე მემორიალი. შეჯიბრებაში 5 ქართველი მოკრივა ასპარეზობს, რომელთაგანაც ორი ნახევარფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბეგაძემ (+91 კგ) პირველ წრეში მირკო კარბოტი (იტალია) დაამარცხა, დღეს კი უნგრელი ლევანტე კიში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ლაშა გურულს (63 კგ) ნახევარფინალში გასასვლელად ერთი მეტოქის დამარცხებაც ეყო: დღეს მანაც უნგრელ დანიელ დანის აჯობა. 

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების დანარჩენი სამი წევრი პირველივე წრეში დამარცხდა: ოლიმპიადის ლიცენზიანტი სახილ ალახვერდოვი (52), გიორგი ხარაბაძე (75) და ესკერხან მადიევი (69). დებრეცენში ნახევარფინალური შეხვედრები 11 თებერვალს, ფინალები კი 12-ში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები