Thumbnail
  • 26 წლის ქართველ ფეხბურთელს COVID-19 იანვრის ბოლოს დაუდასტურდა
  • ლეგიას ნახევარმცველმა შესაძლოა ექსტრაკლასას მომავალ ტურში ითამაშოს

საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის ლეგიას ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ კორონავირუსის ინფექცია დაამარცხა და სრულფასოვან ვარჯიშსაც დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოსურათებს პოლონური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. 

26 წლის ნახევარმცველს COVID-19 იანვრის ბოლოს, მას შემდეგ დაუდგინდა, რაც კლუბში რამდენიმე ფეხბურთელისა და პერსონალის დაინფიცირების შემდეგ, ხელმეორე ტესტირება ჩაიტარა. შესაბამისად, ვაკოს გარკვეული პერიოდის გატარება თვითიზოლაციაში მოუხდა. 

სავარაუდოდ, ვაკო მზად იქნება ლეგიას მომავალი მატჩისთვის, რომელსაც ვარშავის გუნდი 14 თებერვალს, ექსტრაკლასას მე-17 ტურში, სტუმრად იაგელონიასთან გამართავს. ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს წელს ოფიციალურ შეხვედრაში არც უთამაშია.

ვაკოს ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 32 მატჩში 3-3 გოლი და საგოლე პასია

ვაკო გვილიამ ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ლეგიას ღირსება 9 მატჩში დაიცვა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

ვარშავის ლეგიას ჩემპიონატში გასული 16 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ პოგონს (34) ჩამორჩება. პოლონეთის მოქმედი ჩემპიონები ქვეყნის თასის გათამაშების ¼-ფინალშიც გავიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები