Thumbnail
  • დალას მავერიკსი NBA-ს ამ სეზონში აშშ-ის ჰიმნზე უარს ამბობს
  • გუნდის მფლობელმა მარკ კუბანმა გადაწყვეტილება თავად მიიღო  

დალას მავერიკსის მფლობელმა მარკ კუბანმა გადაწყვიტა, ამ სეზონში საშინაო მატჩების დაწყებამდე აშშ-ის ეროვნული ჰიმნი The Star-Spangled Banner აღარ დაუკრას. ამით დალასი ამერიკული სპორტის დიდ ტრადიციას არღვევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკმა აღნიშნული გადაწყვეტილება NBA-ს კომისართან ადამ სილვერთან საუბრის შემდეგ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ESPN-თან თავად მარკმა დაადასტურა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მავერიკსმა ეროვნული ჰიმნი არც წინასასეზონო შეხვედრებში დაუკრა და არც რეგულარულის 13 შეხვედრაში. ამ ფაქტს ყურადღება ახლა მიაქციეს, რადგან აქამდე გულშემატკივრებს თამაშებზე დასწრების უფლება კორონავისურის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე არ ჰქონდათ. გუშინ, მინესოტასთან გამართულ შეხვედრაში კი მაყურებელთა მცირე ნაწილი დაუშვეს, სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაიწყო პრესაში ამ ამბის აქტიურად გაშუქება.  

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვა არცერთი მოთამაშის, მწვრთნელის, კლუბის ხელმძღანელობის და გუნდის მხრიდან არ ყოფილა მსგავსი ცვლილების შესახებ მოთხოვნა.

დალას მავერიკსის მფლობელი მარკ კუბანი

NBA-ს წესების მიხედვით, ორგანიზაცია მოთამაშეებს ჰიმნის შესრულების დროს ფეხზე დგომას ავალდებულებს. თუმცა ადამ სილვერმა ამ წესის შესრულებაზე უარი განაცხადა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გამოხატვის სახედ ბოლო წლებში ჩამუხლვა იქცა. ლიგის ამ წესს მოთამაშეები, მწვრთნელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები Black Lives Matter-ის მოძრაობის გამო ბოლო პერიოდში ხშირად არღვევენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები