Thumbnail
  • კარმელო ენტონიმ ყველა დროის რეიტინგში კიდევ უფრო წინ წაიწია
  • ორლანდოსთან მოგებული მატჩის შემდეგ მან კიდევ ერთ ლეგენდას გადაასწრო

კარმელო ენტონის NBA-ში ახლა უკვე 26 722 ქულა აქვს დაგროვებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული ‘მელო’ ყველა დროის რეიტინგში მე-12 ადგილზე გადავიდა.

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის 36 წლის ლეგენდამ ორლანდო მეჯიქთან 106:97 მოგებულ მატჩში 23 ქულა დააგროვა და ოსკარ რობერტსონს გადაასწრო, რომლიც ანგარიშზეც 26 710 ქულაა. მომდევნო ლეგენდა, რომლის გადასწრებაც ‘მელოს’ შეუძლია, ჰაკიმ ოლაჯიუვონია, რომელსაც 26 946 ქულა აქვს.

NBA-ს ისტორიაში დაგროვებული ქულებით საუკეთესო ქარიმ აბდულ-ჯაბარია 38 387 ქულით. მოქმედი კალათბურთელებიდან საუკეთესო ათეულში ლებრონ ჯეიმსია - ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლიდერს 34 880 ქულა აქვს.

საუკეთესო ბომბარდირები NBA-ს ისტორიაში

1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 38 387

2. კარლ მელოუნი - 36 928

3. ლებრონ ჯეიმსი - 34 880

4. კობი ბრაიანტი - 33 643

5. მაიკლ ჯორდანი - 32 292

6. დირკ ნოვიცკი - 31 560

7. უილტ ჩემბერლენი - 31 419

8. შაკილ ო’ნილი - 28 596

9. მოზეს მელოუნი - 27 409

10. ელვინ ჰეიზი - 27 313

11. ჰაკიმ ოლაჯიუვონი - 26 946

12. კარმელო ენტონი - 26 722

კომენტარები

ბოლო ამბები