Thumbnail
  • რეიმსი 3:4 ვალანსიენი
  • ჯაბა კანკავას გუნდი საფრანგეთის თასის 1/16 ფინალშია

საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ჯაბა კანკავას ვალანსიენი ლიგა 1-ის ბინადარ რეიმსს ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 84-ე წუთამდე ითამაშა და მოედანზე გამორჩეული იყო.

ჯაბას ეფექტურობაზე ისიც მოწმობს, რომ სანამ ის თამაშობდა, ვალანსიენი სამბურთიანი სხვაობით იგებდა (4:1), შემდეგ შეცვალეს და ძალიან მოკლე პერიოდში მისმა გუნდმა 2 გოლი გაუშვა, თუმცა 1/16 ფინალში გასვლა მაინც შეძლო. თამაშის შემდეგ ვალანსიენის მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე გეგანმა ხაზი სწორედ ჯაბას მოენიდან გასვლის ფაქტორს გაუსვა.

"ჯაბას მოედნიდან გასვლამ ცოტა დისბალანსი გამოიწვია, მაგრამ ყვითელი ბარათის გარეშე მისი შენარჩუნებაც მნიშვენლოვანი იყო, რომ ტრუასთან მატჩში ნამდვილად დაგვხმარებოდა. შეტევის ხაზით ძალიან კმაყოფილი ვარ, გულწრფელად ვფიქრობ, რომ შეგვეძლო მეხუთე-მეექვსე გოლის გატანა. ჩემმა გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა და ეს ბიჭებს დიდ თავდაჯერებას შესძენს", - თქვა გეგანმა.

კანკავა ვალანსიენის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა ვალანსიენს იანვარში შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იოლად დამკვიდრდა - უკვე 5 მატჩი ჩაატარა (ოთხი ლიგა 2-ში, ერთი საფრანგეთის თასზე).

კომენტარები

ბოლო ამბები