Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში: კობლიაშვილი და ქაჯაია ნახევარფინალში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პირველ დღეს, ევროპის ჩემპიონატში 5 ქართველი ფალავანი ჩაება
  • ნახევარფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება

რუსეთში, ქალაქ კასპიისკში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ჭიდაობაში. პირველი ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის მიმდინარეობს.

პირველ დღეს, 5 ქართველი ფალავანი ჩაება ჩემპიონატში: ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), თორნიკე ძამაშვილი (77 კგ.), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.), იაკობ ქაჯაია (130 კგ.).

რობერტ კობლიაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ შესანიშნავად იასპარეზეს და ნახევარფინალური ბლოკის საგზური მოიპოვეს.

იაკობ ქაჯაიამ პირველ შეხვედრაში ესპანელი მეტოქე, ხერედია მენია 8:0 დაამარცხა, რასაც ამავე ანგარიშით უკრაინელი ვლადისლავ ვორონის დამარცხება მოჰყვა. ქაჯაია ნახევარფინალში რუს ვიტალი შურს შეხვდება.

რობერტ კობლიაშვილმა პირველ შეხვედრაში ბულგარელი აბდელსლამ შებლე 5:2 დაამარცხა, რასაც შვედი ბერგის ძლევა მოჰყვა, 2:1. ნახევარფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები