Thumbnail
  • France Football-მა ლიონელ მესის პსჟ-ს მაისური ჩააცვა
  • კუმანმა ფრანგული ჟურნალის ქმედებაზე კომენტარი გააკეთა

ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა პირველ გვერდზე ლიონელ მესის პოსტერი გამოაქვეყნა, პარი სენ-ჟერმენის მაისურით. ცხადია, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცნობილ გამოცემას ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უპასუხა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი დიდი ხანია არ მალავს უკმაყოფილებას იმ ჭორების მიმართ, რაც მედიაში სისტემატურად ვრცელდება მესის ფრანგულ მომავალთან დაკავშირებით და France Football-საც უპასუხა:

"არ ვიცი, რატომ აკეთებენ  ამას. თუ მათ სურთ ლეოსა და მის მომავალზე ისაუბრონ, შეუძლიათ ასე მოიქცენ. ლიონის მწვრთნელს პრესა ძალიან მოსწონს, ჩემზე იგივეს ვერ გეტყვით. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სევილიასა და ალავესთან მატჩისთვის მომზადება და შემდეგ სამშაბათს კი, პსჟ-სთან ვითამაშებთ", - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ბარსელონასთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მომავალი ჯერ გაურკვეველია და პარი სენ-ჟერმენთან მედია ხშირად აკავშირებს. ლეოს ბარსას დატოვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ შემდეგ პოზიცია შეცვალა და კონტრაქტის ბოლომდე "კამპ ნოუზე" დარჩენა გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები