Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:6, 6:7 (0:7), 4:6 ტომი პოლი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა სეტის აღებაც კი ვერ მოახერხა

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია სასურველ ფორმაში არ იმყოფება, ავსტრალიის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 25 111 730 დოლარი) ერთეულთა ტურნირს პირველივე რაუნდში გამოეთიშა.

ბასილაშვილს ამერიკელი ტომი პოლის სახით დაუმარცხებელი მეტოქე ნამდვილად არ ჰყოლია, თუმცა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა სეტის აღებაც კი ვერ მოახერხა – 4:6, 6:7 (0:7), 4:6. ცნობისთვის, ნიკოლოზი ამ ტურნირამდე მსოფლიო კლასიფიკაციაში 39-ე ნომერი გახლდათ, 23 წლის ამერიკელი კი 53-ეა. 

თამაში ორ საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. ნიკოლოზმა 3 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს, შესაბამისად, 11 და 1 ), პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 58% (106-დან 61) მოიგო, მეორეზე კი – 62% (61-დან 38). ბასილაშვილმა 10-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 5-ჯერ (14 შესაძლებლიდან) დათმო.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში ნიკა გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად ითამაშებს. ამ დუეტს წილისყრის დროს ნაკლებად გაუმართლა, რადგანაც 11 თებერვალს სასტარტო შეხვედრაშივე ჭიდილი პირველი განთსვის მქონე კოლუმბიურ წყვილთან (კაბალი-ფარა) მოუწევს. ვთქვათ ისიც, რომ იმავე დღეს 30 წლის ოქსანა კალაშნიკოვა და ესპანელი ხეორხინა გარსია პერესი მე-14 განთესვის მქონე ბელგიელ ფლიპკენსსა და სლოვენიელ კლეპაჩს გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები