Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილი BIG EAST-ის კვირის მოთამაშეა - 21 წლის სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბდა...

ეს ამ სეზონში (და კარიერაშიც) მეორე შემთხვევაა, როცა ქართველი ფორვარდი კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მას სტუმრად ორი ფანტასტიკური მატჩი დაუფასდა პროვიდენსთან და კონექტიკუტთან. სანდრო ამ კვირაში საშუალოდ 21.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 2.5 პასსა და 1.5 ჩაჭრას აკეთებდა, სეტონ ჰოლმა კი ორივე მატჩი მოიგო NCAA-ს ჩემპიონშიპში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ის 50%-იანი სიზუსტით ისროდა, როგორც ორქულიანებს, ისე 3-ქულიანებს (!), საჯარიმო ხაზიდან კი 14-დან 12 ჩააგდო (86%). 

პროვიდენსთან მატჩში ის სეტონ ჰოლს შემოტრიალების მოწყობაში დაეხმარა - 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. კონექტიკუტთან მეორე ტაიმში სამი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო, ჯამში კი 22 ქულა მიითვალა. 

სანდრო მამუკელაშვილი BIG EAST-ის წლის მოთამაშეობისა და Karl Malone Award-ის ნომინანტია. ქულებით ის კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა. მოხსნებით და პასებითაც top-15-შია. ამის გარდა, სანდრო კონფერენციის კვირის სიმბოლურ გუნდში რამდენჯერმე დაასახელეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები