Thumbnail

მესიმ რონალდოს აჯობა - ლეო დეკადის საუკეთესო ფეხბურთელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • IFFHS-მ 2011-2020 წლების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
  • წარმოგიდგენთ TOP 10-ს, სადაც არცერთი ინგლისელი და ფრანგია

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2011-2020 წლები) საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - მუდმივ დუელში ლიონელ მესიმ კრიშტიანო რონალდო დაამარცხა. 

არგენტინელი და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავების შემდეგ სამეულში ესპანელი ანდრეს ინიესტა გავიდა. შემდეგ მოდის ბრაზილიელი ნეიმარი და "სამეფო კლუბის" კაპიტანი სერხიო რამოსი (ესპანეთი).

დეკადის TOP 10 საუკეთესო ფეხბურთელი. IFFHS

1. ლიონელ მესი (არგენტინა)

2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

3. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

4. ნეიმარი (ბრაზილია)

5. სერხიო რამოსი (ესპანეთი)

6. მანუელ ნოიერი (გერმანია)

7. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

8. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

10. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში არცერთი ფრანგი, ინგლისელი, ურუგვაელი, ნიდერლანდელი და ბელგიელი ფეხბურთელი არ არის. ხოლო გერმანელები და იტალიელები მხოლოდ გოლკიპერებით არიან წარდგენილები. ორი წარმომადგენელი მხოლოდ ესპანეთს ჰყავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები