Thumbnail
  • '30 წელია საქართველოსთან არ მოგვიგია და აი, ახლა შანსი იყო, სტუმრად გვემარჯვა'
  • ევგენი მიშეჩკინს თბილისში განცდილმა მარცხმა გული ძალიან დაწყვიტა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ბურჯმა ევგენი მიშეჩკინმა საქართველოსთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ “დათვების” მოგება სრულიად რეალური გახლდათ. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა “ბორჯღალოსნებმა” 16:7 მოიგეს, სლავას პირველხაზელმა კი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა:

“პირველ ტაიმზე ჩვენმა გეგმამ სრულად იმუშავა. მინდორზე გადავიტანეთ ის, რასაც შეკრებაზე ვამუშავებდით. ნაკრების ახალმა მწვრთნელებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შერკინებასა და მოლს, რაც ქართველების უძლიერესი მხარეა. განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი მეტოქის მარჯვენა ბურჯი როგორ მოქმედებდა. ამასთან, დავალება გვქონდა, ბურთი ფეხით მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვებრძოლა. მართალი გითხრათ, ასეთ თამაშში მარცხი ძალიან სამწუხარო იყო. მატჩის ბედის შემოტრიალება ნამდვილად შეგვეძლო. 30 წელია საქართველოსთან არ მოგვიგია და აი, ახლა შანსი იყო, სტუმრად გვემარჯვა. მატჩის დაახლოებით ნახევარი ვერავინ იტყოდა, მოგება ვის დარჩებოდა. 0:0-ზე ყველაფერი ჩვენს ხელში იყო და გამარჯვებაზე ვფიქრობდით. საბოლოო ჯამში კარგად ვითამაშეთ, თუმცა, როდესაც აგებ, ეს უკვე მნიშვნელოვანი აღარაა”.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ტიტული ჩაიბარა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში გაინაღდა პარიზში პორტუგალიის დამარცხებით. ეს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების 24-ე დაპირისპირება იყო. "ბორჯღალოსნებმა" 22-ე დუელი (ზედიზედ მე-19) მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთიც (სულ პირველი თამაში 1993 წელს) რუსეთის ნაკრებმა მოიგო.

📺 საქართველო v რუსეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები