Thumbnail

'საჭირო დროს დაბრუნდა' - ოქრიაშვილი ქეცბაიას განკარგულებაშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თორნიკე ოქრიაშვილის 3-თვიანი უთამაშებლობა დასრულდა
  • 28 წლის ქართველი შემტევი ანორთოსისთვის მნიშვნელოვანი ძალაა

ფამაგუსტას ანორთოსისის ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილი 3 თვის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ბოლო ტურში ლარნაკას აეკ-თან ითამაშა კიდეც. თორნიკე თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო, თუმცა მის გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა (0:0).

ოქრიაშვილის შესახებ Spor FM 95.0-თან ინტერვიუში ანორთოსისის პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრის ხრისტოფორუმ ისაუბრა და თქვა, რომ სათამაშო დრო ქართველ ფეხბურთელს ეტაპობრივად გაეზრდება.

"კმაყოფილები ვართ, რომ ფეხბურთელს ტრავმა აღარ აწუხებს. ის საჭირო დროს და სწორ მომენტში დაბრუნდა და გუნდთან მისი ინტეგრაცია ეტაპობრივად ხდება. ჩვეულებრივად ვარჯიშობს და მწვრთნელის განკარგულებაშია", - თქვა ხრისტოფორუმ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა 12 ნოემბერს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩში მიიღო და თითქმის 3 თვე გამოტოვა. მიმდინარე სეზონში მას ანორთოსისში 10 თამაში აქვს ჩატარებული და 4 გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაიას გუნდი უახლოეს მატჩს 10 თებერვალს აელ-თან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები