Thumbnail

ვამარა სანოგოს ტრავმა - დინამო ბათუმის ახალწვეულმა მუხლი დაიზიანა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფრანგი ფორვარდი ლვოვთან შეხვედრაში დაშავდა
  • გუნდთან ერთად რჩება და რეაბილიტაციის პროცესს გაივლის

საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, დინამო ბათუმის ახალმა თავდამსხმელმა ვამარა სანოგომ ტრავმა მიიღო. ფრანგმა ფორვარდმა თურქულ შეკრებაზე პირველ ტესტ-მატჩში, უკრაინული ლვოვის (1:1) წინააღმდეგ მატჩში მუხლი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა. ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ფრანგი თავდამსხმელი.


ზურა ხარხელაური (დინამო ბათუმის ექიმი)
"მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელთან ხისტი კონტაქტის შედეგად, მიიღო დაზიანება მუხლის მიდამოში. ჩატარებული იქნა MRI კვლევა, სადაც დაფიქსირდა მცირე რაოდენობის გამონაჟონი. ამის გამო მას გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს, თუმცა გუნდთან ერთად დარჩება და ინდივიდუალური პროგრამით გააგრძელებს მზადებას."

ვამარა სანოგო დინამო ბათუმმა დაახლოებით 1 თვის წინ დაიმატა და ოთხ ამხანაგურ შეხვედრაში (გაგრასთან, ლოკომოტივთან, თელავთან, ლვოვთან) ითამაშა. მას დინამო ბათუმში ტრანსფერამდე ტრავმის გამო დაახლოებით წელიწადნახევრის გამოტოვება მოუწია.

25 წლის სანოგო გასულ სეზონში ვარშავის ლეგიას ღირსებას იცავდა და ექსტრაკლასაში 2 მატჩში 1 გოლიც გაიტანა (ტრავმის გამო სეზონი დიდი ნაწილი გამოტოვა). 2018/19 წლების სეზონი მან ზაგლებიეში გაატარა და პოლონეთის ჩემპიონატში 29 თამაშში თავი 11 გოლით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები