Thumbnail

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს საკლუბო თასზე

  • ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი ირანულ გუნდში
  • მსოფლიოს საკლუბო თასზე ქართული კლუბი, რაინდი იასპარეზებს
  • რაინდი თეირანში 12 მოჭიდავით ჩავიდა

7-8 დეკემბერს, თეირანში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს საკლუბო თასი გაიმართება, სადაც 10 ქვეყნის 12 კლუბი მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, ირანი, აშშ, ყაზახეთი, უნგრეთი, ინდოეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ბულგარეთი და კანადა.

ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი ირანში მსოფლიოს საკლუბო თასზე იასპარეზებენ!

ლადო ხინჩეგაშვილი 61 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს

ტურნირში 16 ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი (61 კგ) და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ). ლადო და გენო ირანის კლუბ იზი პაიპ კაშანის ღირსებას დაიცავენ.

გენო პეტრიაშვილი (მარჯვნივ) ირანული კლუბის ღირსებას დაიცავს

მსოფლიოს საკლუბო თასზე ქართულ კლუბსაც ვიხილავთ - რაინდი თეირანში ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

57 კგ - რობერტ დინგაშვილი
61 კგ - ოთარ გოგავა, თეიმურაზ ვანიშვილი
65 კგ - ედემი ბოლქვაზე, ნიკა ბუშელაშვილი
70 კგ - ლევან ქელეხსაშვილი
74 კგ - გიორგი ლობჟანიძე
79 კგ - ტარიელ გაფრინაშვილი
86 კგ - ზაურ ბერაძე
92 კგ - საბა ჩიხრაძე
97 კგ - ზურაბ ახობაძე
125 კგ - ლევან გოგრიჭიანი

ქართველ მოჭიდავეებს ვიხილავთ ყაზახური კლუბის BS Brothers-ის შემადგენლობაშიც - ცოტნე ბარამიძე 74 კგ. წონით კატეგორიაში, ხოლო სანდრო ამინაშვილი 86 კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავებენ.

მსოფლიო თასის შარშანდელი გამარჯვებული ამერიკული კლუბი, ტიტან მერკურია - ამ გუნდის შემადგენლობაშია ოლიმპიური ჩემპიონი კაილ სნაიდერი, მსოფლიოს პრიზიორები: ტომას გილმანი, ფრანკლინ გომესი და ნიკ გვიასდოვსკი.

ტურნირის გამარჯვებული კლუბი 25 000 დოლარს მიიღებს. მეორე ადგილოსანი 15 000$-ს დასჯერდება, ხოლო მესამე ადგილზე გასული კლუბისთვის 10 000$-ია გამოყოფილი.

კომენტარები

ბოლო ამბები