Thumbnail

შერმადინის 17 ქულა და 6 ჩაჭრა - ტენერიფე ბასკონიასთან დამარცხდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტენერიფე 79:81 ბასკონია
  • შერმადინმა 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა

ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ ბასკონიას უმასპინძლა და ძალზე დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. კანარიელები პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მთლიანობაში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ლოგიკურია, რომ გამარჯვებული ბოლო წამებზე გაირკვა. საბოლოოდ, ბასკონიამ 81:79 იმარჯვა.

შერმადინმა ანგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრა (79:79), მაგრამ მომდევნო შეტევა ბასკონიამ შედეგიანად დაასრულა და მიუხედავად იმისა, რომ ტენერიფეს 29 წამი ჰქონდა გასათანაბრებლად, ანგარიში აღარ შეცვლილა.

შერმადინი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. გიორგიმ 31:36 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა, რის შედეგადად მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 17 გამოვიდა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბასკონიას იტალიელი ლეგიონერი აჩილე პოლონარა გახლდათ, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი აღმოაჩნდა (24).

ტენერიფეს 17 გამარჯვებით და 5 წაგებით მე-4 ადგილზეა და სწორედ ბასკონიამ გადაასწრო. კანარიელები მომდევნო ტურში 28 თბერვალს ობრადოიროს ესტუმრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები