Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ლიგა: ლიდერებმა ქულები გაიყვეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მართვე 11:6 ბსუ
  • თელასი 4:3 აფხაზეთი
  • კოლხი 5:2 თბილისი
  • აგორა 2:2 ტატიშვილი

საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-17 ტურის შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში მართვემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და 11:6 დაამარცხა მეტოქე. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ოთარ ბერეჩიკიძე, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა. მართვეს ლიდერი 26 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა. სტუ-თელასი გათამაშების აუტსაიდერ აფხაზეთს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 4:3 დაამარცხა მეტოქე. ორივე გუნდის რიგებში ორ-ორი გატანილი გოლით შოთა ჭანუყვაძე და ბექა მამაგულაშვილი გამოირჩნენ. თელასს ორთვინახევრიანი პაუზის შემდეგ, გამოჯანმრთელებული შოთა თოფურია დაუბრუნდა.

წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, კოლხი-გულრიფში თბილისს შეხვდა და 5:2 გაიმარჯვა. წარმატებული დებიუტი გამოუვიდა კოლხის კიდევ ერთ ირანელ ლეგიონერ აბდულრაჰმან სარანს, რომელმაც თავი ორი გოლით და შედეგიანი პასით გამოიჩინა.

აგორა 2:2 ტატიშვილი

ტური სატურნირო ცხრილის ლიდერების: ტატიშვილის და აგორას დაპირისპირებით დასრულდა. ძალიან დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ, 2:2 დამთავრდა.

მატჩის შემდეგ, გუნდების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს…

დავით ბობოხიძე (აგორა): 

„სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მოგებას ვგეგმავდით. მოწინააღმდეგე ორი ქულით გვასწრებდა და მოგება გვჭირდებოდა. თამაში ჩვენს სასიკეთოდ მიდიოდა, თუმცა მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და მატჩი ფრედ დამთავრდა. ბოლო წუთები  ნერვების თამაში იყო, 6 მეტრიანი და 10 მეტრიანი დარტყმები ვერ გამოვიყენეთ“

გიორგი სილაგავა (ტატიშვილი): 

„პირველ რიგში მინდა გულშემატკივარს გადავუხადო მადლობა, ორმაგი  ემოცია  და  ძალაა, როდესაც ამდენი გულშემატკივარი ესწრება თამაშს. ვიცოდით რომ დაძაბული  მატჩი იქნებოდა. ჩვენი  გუნდისთვის  ფრეც  მისაღები შედეგი  იყო და სწორედ ამაში იყო ჩვენი უპირატესობა. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, შევძელით მობილიზება. ვფიქრობ, რომ  ფრე  ლოგიკური  შედეგი  იყო.

სატურნირო ცხრილს 40 ქულით ტატიშვილი ლიდერობს, 38-38 ქულა აქვთ კოლხის და აგორას, მეოთხე ადგილი კი 37 ქულით თელასს უკავია 

კომენტარები

ბოლო ამბები