Thumbnail
  • ინდიანა 95:103 იუტა
  • გოგა ბითაძე: 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება

ინდიანა პეისერსმა მორიგ მატჩში იუტა ჯაზს უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით დამარცხდა - 95:103. გოგა ბითაძემ 15:19 წუთი გაატარა მოედანზე და 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 

ქართველი ცენტრი დაცვაში ურიგოდ არ გამოიყურებოდა რუდი გობერის წინააღმდეგ, მაგრამ შეტევაში ვერ იყოჩაღა - 4 სამქულიანი ააცილა, ყველა შემთხვევაში მას მეტოქე ხელს თითქმის არ უშლიდა. 

📺 ინდიანა v იუტა [მიმოხილვა]

ინდიანას 24 თამაშიდან 12-12 ბალანსი აქვს, მისი მეტოქე კი დასავლეთ კონფერენციის ლიდერი იყო. ეს ინდიანას ზედიზედ მესამე მარცხი იყო, 11 თებერვალს პეისერსი ბრუკლინ ნეტსს ესტუმრება. გოგა ბითაძე ამ სეზონში საშუალოდ 5.2 ქულას, 2.1 მოხსნას, 0.2 პასს და 1.1 დაფარებას აკეთებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები