Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მედიის კითხვებს უპასუხა
  • შარიქაძემ აღნიშნა, რომ რუსეთთან მატჩი ძალიან მძიმე და ემოციურია

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 16:7. "ბორჯღალოსნებს" ამ მატჩამდეც გარანტირებული ჰქონდათ ჩემპიონის ტიტული.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ რუსებთან შეხვედრა ყოველთვის მძიმე გამოდის და მორაგბეები განსაკუთრებულ წნეხს გრძნობენ.

მერაბ შარიქაძე: წარსულში რუსეთთან ამაზე რთული მატჩებიც გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქომაგი ამ მატჩით კმაყოფილი ვერ იქნება. ჩვენც არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში ემოციური და ძალიან მძიმეა.

დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რაც ხელს გვიშლის. ამ თამაშში ყველაზე დიდი მინუსი ჩვენი მხრიდან ხშირად დაჯარიმება იყო. ნერვიულობის გამო, ხშირად გაუაზრებლად ვჯარიმდებოდით. მორაგბეების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ინგლისთან არ ნერვიულობენ ამდენს, რამდენსაც რუსეთთან თამაშის დროს. რუსეთთან თამაში ყოველთვის დიდ წნეხსა და პასუხისმგებლობას ნიშნავს.

ჯარიმებმა რუსეთი თამაშში დიდხანს დატოვა. ეს ემოციების ზღვა მთელი თამაშის დროს ხელს გვიშლიდა. ეს არის მატჩი, სადაც საკუთარ თავს ყოველთვის მაქსიმუმს ვთხოვთ. მიმაჩნია, რომ რუსეთზე ბევრად კარგი გუნდი ვართ და ამაზე უკეთესი რაგბის თამაშიც შეგვიძლია.

📺 საქართველო v რუსეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები