Thumbnail

ვერამ ქუთაისში მოიგო - 25 ქულიანი სხვაობა სუპერლიგის ლიდერთან მატჩში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

სუპერლიგის მეორე წრე საინტერესო მატჩებით განახლდა. საინტერესო დაპირისპირება შედგა ქუთაისში გაიმართა, სადაც ქორქია-საკანდელიძის ფინალში მარცხისთვის, ვერამ ქუთაისს სრულფასოვანი რევანში აუღო. ლევან ფაცაციას გუნდმა სტუმრად 25 ქულით გაიმარჯვა, 96:71.

ვერამ პირველი სამი მეოთხედის მოგება შეძლო და ბოლო პერიოდს 28-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. სტუმართა მხრიდან ოთხმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულის დაგროვება მოახერხა. დებიუტანტი აარონ პარკსის ანგარიშზე 27 ქულა იყო, იგი საოცარი სიზუსტით ისროდა - 10-დან 9 ორქულიანი და 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ჯოშუა ჰავლიმ 21 ქულა ჩააგდო, გივი ბაქრაძემ 11 ქულა მიითვალა, ხოლო ლუკა მაზიაშვილი 10 ქულით გამოირჩა.

აარონის სუპერ-დებიუტი! 💥 🟠 europebet | 📰 popsport

Posted by BC Vera • საკალათბურთო კლუბი ვერა on Sunday, February 7, 2021


ვერას რიგებში აარონ პარკსსა და დანიელ ვესთბრუქს დებიუტი ჰქონდათ. დანიელი შარშან A ლიგაში ორბის ღირსებას იცავდა და შარშანდელი სეზონის რეკორდიც დაამყარა, როცა შეხვედრაში ბურთი 19-ჯერ მოხსნა.

📺 ქუთაისი 71:96 ვერა

ვერამ სეზონში მე-4 გამარჯვება იზეიმა და მომდევნო ტურში კიდევ ერთ ლიდერს, რუსთავს, ასევე გასვლაზე შეხვდება. ქუთაისი 20 ქულით კვლავ ლიდერია, მომდევნო ტურს გუნდი კვლავ საკუთარ დარბაზში, ოლიმპის წინააღმდეგ ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები