Thumbnail

კვირაზე ნაკლები მთავარ ბრძოლამდე - უსმანი ქამარს მეგობრის წინააღმდეგ დაიცავს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • უსმანის და ბარნსის დაპირისპირებას ბევრი ელოდება
  • 'ნიგერიელი კოშმარი' ქამარს თანაგუნდელის წინააღმდეგ დაიცავს

14 თებერვალს, UFC-ის ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონი - კამარუ უსმანი ლას ვეგასში ქამარს ყოფილი თანაგუნდელის, ბრაზილიელი - გილბერტ ბარნსის წინააღმდეგ დაიცავს.

ბევრი თვლის, რომ უსმანს ასეთი მეტოქე ჯერ არ ჰყოლია. ბარნსი, უსმანის მსგავსად კომპლექსური მებრძოლია - ჯიუ-ჯიცუს 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია და ხელში, როგორც იტყვიან 'ნოკაუტის ძალა' აქვს, რაც ოქტაგონზე არაერთხელ გამოიყენა.

თუ დგომში იჩხუბებენ - ბარნსი საშიშია; თუ უსმანი ჭიდაობის წარსულს უხმობს და ბრძოლას მიწაზე გადაიყვანს - ბარნსი იქ კიდევ უფრო საშიშია. ასე, რომ ეს ჩხუბი დიდ ინტერესს იწვევს. გარდა ამისა, ამ 2 მებრძოლს დიდი ხნის თანაგუნდელობა აკავშირებს.

"როდესაც კამარუ ჩემპიონი გახდა, ამან დიდი მოტივაცია მომცა. თუ ეს მან შეძლო, მაშინ მეც შემიძლია..." - ამბობს ბარნსი UFC-ისთან მიცემულ ინტერვიუში.

ბრაზილიელი ფლორიდაში, ჰენრი ჰოოფტის ჯიმში დარჩა, ხოლო უსმანი დენვერში გადაიხვეწა და კემპს კოლორადოს მთებში, ჯასტინ გეიჯის თანხლებით გადის.

ტრევორ უიტმანი, კამარუს სიფრთხილით ეკიდება "სრულყოფილი მებრძოლია, ჩემპიონია და ჩემგან დიდი სწავლება არ სჭირდება" - ამბობს უიტმანი. "მხოლოდ ძალიან სპეციფიურ და ღრმა დეტალებზე ვმუშაობთ, რაც მგონია, რომ მის ბრძოლის მანერას გააუმჯობესებს."

კომენტარები

ბოლო ამბები