Thumbnail

'ბიჭებო, მაგრად იმუშავეთ' - რონალდო რომასთან გამარჯვებაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იუვენტუსი 2:0 რომა
  • გოლები: 1:0 რონალდო (13), 2:0 იბანიესი (69 აგ.).

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო, რომელიც 5 თებერვალს 36 წლის შესრულდა, სერია A-ს მორიგ ტურში რომასთან გამარჯვებას (2:0) სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოთქვა:

“მიხარია, რომ ძლიერ მეტოქესთან გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე! მნიშვნელოვანი 3 ქულა! ბიჭებო, მაგრად იმუშავეთ”.

შეგახსენებთ, რომ რომაელებთან შეხვედრაში რონალდომ მე-13 წუთზე გაიტანა: ალვარო მორატას პასის შემდეგ სტუმართა გოლკიპერს დაბალ კუთხეში არცთუ ძლიერად, თუმცა, ძალიან ზუსტად დაურტყა. რომამ მე-2 გოლი საკუთარ კარში გაიტანა და თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

იუვენტუსმა 42 ქულა მოაგროვა, მე-3 ადგილიდან სწორედ რომა ჩამოაქვეითა და ლიდერ მილანის ინტერს 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა კი, თამაში მარაგში აქვს.

📺 იუვენტუსი 2:0 რომა

კომენტარები

ბოლო ამბები