Thumbnail

დაივიწყეთ რონალდოს მაკრატელა! ავსტრალიაში წლის საუკეთესო გოლი გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიუკასლ ჯეტსი 2:1 მელბურნ სიტი
  • რაილი მაკგრის შედევრი ავსტრალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში
  • პუშკაშის პრიზის მთავარი პრეტენდენტი

ავსტრალიის ჩემპიონატის მორიგი სეზონი ისე ჩაივლიდა, რომ ბევრი ყურადღებას არც მიაქცევდა. ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში ნიუკასლ ჯეტსი მელბურნ სიტის მასპინძლობდა და ავტოგოლით მარცხდებოდა. შეხვედრის 57-ე წუთზე ნიუკასლ ჯეტსის ფეხბურთელმა ანგარიში გაათანაბრა. რაილი მაკგრის გოლი იყო შედევრი, რომელიც მსოფლიოს დიდხანს არ დაავიწყდება. სოციალურ ქსელში მაკგრის გოლის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. გოლმა უამრავი მოწონება და გაზიარება დაიმსახურა.

ნიუკასლმა ამ ბრწყინვალე გოლის შემდეგ თამაში შემოატრიალა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მელბურნ ვიქტორი იქნება.

საინტერესო ფაქტი - სიდნეისა და მელბურნ ვიქტორის შეხვედრაში ხუთივე გოლი სტუმრებმა გაიტანეს. ორჯერ საკუთარ კარში, სამჯერ კი მეტოქის კარის აღებაც მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები