Thumbnail
  • სერხიო რამოსს მუხლის პრობლემა აქვს
  • რეალის კაპიტანი სავარაუდოდ 6 კვირას გამოტოვებს

სხვადასხვა ესპანური პრესა მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის ცუდ ინფორმაციას ავრცელებს - "სამეფო კლუბის" კაპიტანი სერხიო რამოსი საოპერაციოა და ის გუნდს დაახლოებით ექვსი კვირა ვერ დაეხმარება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიოს მუხლის პრობლემა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალიდან მოყოლებული აწუხებს. კვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რამოსი საოპერაციოა.

სავარაუდოდ, 34 წლის ფეხბურთელს მუხლზე ოპერაცია დღეს ჩაუტარდება. Marca-ს ინფორმაციით, ექიმები დამატებით კვლევას კიდევ ჩაატარებენ, რათა დარწმუნდნენ, საჭრო არის თუ არა ქირურგიული ჩარევა.

შეგახსენებთ, რომ გარდა ლა ლიგაში ჩასატარებელი მატჩებისა, ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი, სადაც მადრიდული კლუბის მეტოქე იტალიური ატალანტა იქნება.

ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა თბილისის დროით 25 თებერვალს, 00:00 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ, რამოსი ამ შეხვედრას გამოტოვებს და ეს რეალისთვის დიდი პრობლემაა, რადგან გუნდს კაპიტნის გარეშე ასპარეზობა უჭირს.

იქნება თუ არა სერხიო განმეორებით შეხვედრაში, ამის თქმა რთულია. ამას მისი სარეაბილიტაციო პროცესი გამოაჩენს.  

კომენტარები

ბოლო ამბები