Thumbnail
  • თორნიკე ოქრიაშვილს ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია
  • თემურ ქეცბაია გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა შაბათს

ფამაგუსტას ანორთოსისი კვიპროსის პირველი დივიზიონის 23-ე ტურში ლარნაკას აეკ-ს სტუმრად დაუპირისპირდება და თორნიკე ოქრიაშვილი ამ შეხვედრის გაფართოებულ შემადგენლობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ 28 წლის ქართველი შემტევი სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა.

ოქრიმ ბოლოს ნოემბერში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩში ითამაშა და მას შემდეგ ტრავმა ჰქონდა. იანვრის დასაწყისში თორნიკემ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ფეხში დისკომფორტი იგრძნო და სარეაბილიტაციო პერიოდი გაუგრძელდა. ამჯერად, როგორც ჩანს, ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა, ის ბოლო რამდენიმე დღე რეგულარულად ვარჯიშობდა. ოქრიაშვილის გარდა, აეკ-თან გაფართოებულ განაცხადში გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილიც არიან.

ანორთოსისს 22 ტურის შემდეგ 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. თემურ ქეცბაიას გუნდი ლიმასოლის აპოლონს (4 ქულით) და აელ-ს ჩამორჩება (2 ქულით). აეკ-თან თამაში კი შაბათს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. თორნიკე ოქრიაშვილმა მიმდინარე სეზონში ანორთოსისში 9 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

Η αποστολή της ομάδας μας για τον αγώνα με την AEK Larnaca #anorthosisfc #wearehistory

Posted by Anorthosis Famagusta on პარასკევი, 05 თებერვალი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები