Thumbnail
  • ჰარიკეინსი 43:15 სანვულვზი
  • ნიკოლოზ ხატიაშვილმა იაპონელთა რიგებში პირველად ითამაშა
  • სანვულვზი წაგებათა სერიას აგრძელებს

სუპერ რაგბის მორიგი ტურის შეხვედრაში, იაპონურმა სანვულვზმა ახალზელანდიურ ჰარიკეინსთან 43:15 წააგო. ორივე ქართველი მორაგბე იაპონელთა განაცხადში იყო. ჯაბა ბრეგვაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი ერთდროულად შევიდნენ მინდორზე და 22 წუთის განმავლობაში ითამაშეს.

ხატიაშვილმა სუპერ რაგბიში პირველად ითამაშა. მას სანვულვზის რიგებში დებიუტი ჰქონდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი თანაგუნდელებთან ერთად

იაპონურ კლუბს 9 მატჩიდან 9 წაგება დაუგროვდა და ბოლო ადგილს იკავებს. სანვულვზის მომდევნო მეტოქე ავსტრალიური რედსი იქნება, რომელსაც საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. მატჩი 12 მაისს გაიმართება.

ჯაბა ბრეგვაძე თანაგუნდელებთან ერთად
სანვულვზი იაპონური ტურნედან დაბრუნდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები