Thumbnail

ტუალეტში იყო და დააგვიანა - შოტლანდიაში კომენტატორი გააგდეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰამილტონის საფეხბურთო გუნდმა კომენტატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
  • მან მეორე ტაიმზე დააგვიანა და მიზეზი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა

შოტლანდიურმა კლუბმა ჰამილტონმა კომენტატორი ბობი ბულოკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. როს ქაუნთისთან მატჩის შესვენების შემდეგ, კომენტატორმა განაცხადა, რომ მისი დაგვიანების მიზეზი ''შესვენებაზე სამუშაოდ გასვლა იყო'' - ამ ტერმინს შოტლანდიაში კუჭის მოქმედების აღსანიშნად იყენებენ.

ბობის ეგონა, რომ ამ ამბის გამოცხადებით ვინმეს გაამხიარულებდა, რაშიც შეცდა, რადგანაც კლუბს მისი საქციელი არ მოეწონა. ჰამილტონის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბი ამ საქციელში სასაცილო არაფერია და კომენტატორს მეორედ მატჩის წაყვანის საშუალებას აღარ მისცემენ. ჰამილტონმა მაყურებელს ბოდიშიც მოუხადა.

ბობიმ განაცხადა, რომ ამ რთულ დროს იუმორის გრძნობა არ უნდა დაკარგო. ''ბოდიშს ვუხდი იმ ხალხს, რადგანაც მეორე ტაიმში დაბრუნებისას მე ღილაკს არ დავაჭირე და მათ მატჩის დასაწყისში ვერ მომისმენეს. ასევე ბოდიში ჩემი სიტყვებისთვის'', - განაცხადა ჰამილტონის ყოფილმა კომენტატორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები