Thumbnail

NCAA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა სეტონ ჰოლს სტუმრად პროვიდენსთან მოაგებინა - ქართველმა ფორვარდმა გუნდის ქულების მესამედი (20/60) ჩააგდო და სეტონ ჰოლის 3-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. 

ეს კევინ უილარდისთვის სეტონ ჰოლის თავკაცის პოსტზე მე-200 გამარჯვება იყო. მამუკელაშვილი უკვე შევიდა კოლეჯის ისტორიაში, რადგან TOP 50 მექულეებში შეაღწია.

სანდრო საშუალოდ გასულ სეზონთან შედარებით 6 ქულით მეტს აკეთებს 

სანდროს 4 სეზონის განმავლობაში 946 ქულა დააგროვა და კლუბის ისტორიაში უკვე 48-ე ადგილზეა. სულ ცოტაც და მას 1 000 ქულა დაუგროვდება. 

სანდრო მამუკელაშვილი 2020/21 წლების სეზონში:
საშუალოდ 17.7 ქულა, 7.1 მოხსნა და 3.2 პასი. 

სანდრო აუცილებლად მოახერხებს ათას-ქულიანი ზღვარის გადალახვას, რადგან "ბიგ ისტის" კონფერენციაში კიდევ 6 მატჩი დარჩა. 6 თებერვალს სეტონ ჰოლი კონექტიკუტს ესტუმრება, ხოლო 14 თებერვალს მარკეტს მასპინძლობს. 

📺 პროვიდენსი V სეტონ ჰოლი

კომენტარები

ბოლო ამბები