Thumbnail
  • თორნიკე გაფრინდაშვილი დაშავდა
  • 23 წლის ფეხბურთელი, სავარაუდოდ, 2 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ვიცე-ჩემპიონ დინამო ბათუმს ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი ტრავმის გამო გამოაკლდა. 23 წლის ფეხბურთელმა მენისკი დიაზიანა და ოპერაციას დღეს გაიკეთებს. თორნიკემ დაზიანება თბილისის ლოკომოტივთან მატჩის წინ, ვარჯიშზე მიიღო.

სამედიცინო შტაბის პროგნოზით, თორნიკეს უთამაშებლობის პერიოდი დაახლოებით 6-დან 8 კვირამდე გაგრძელდება. ამგვარად, დინამო ბათუმი სეზონს გაფრინდაშვილის გარეშე დაიწყებს და შემტევი ნახევარმცველი მოედანზე, სავარაუდოდ, 2 თვეში დაბრუნდება.

თორნიკეს სუპერგოლი დინამოს ვარჯიშზე

"უკვე თურქეთში ვარ, ოპერაციას დღეს გამიკეთებენ, აქამდე მენისკს არ შევუწუხებივარ და ვარჯიშზე ტკივილი ვიგრძენი, ღმერთს მადლობა, რომ სერიოზული არაფერია, ჯვარედინი მყესების დაზიანება არ მაქვს. როგორც ექიმები მეუბნებიან, მოედანზე დაბრუნებას გაზაფხულზე შევძლებ", - გვითხრა თორნიკემ.

თორნიკე გაფრინდაშვილი დინამო ბათუმში 2019 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან ზღვისპირელთა რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები