Thumbnail

შეუდარებელი ლებრონი! მეფემ ინდიანას მარტომ მოუგო და კლივლენდი გაიყვანა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლებრონ ჯეიმსმა კლივლენდი მეოთხედფინალში გაიყვანა
  • ინდიანასთან გადამწყვეტი მატჩი კავალიერსმა 105:101 მოიგო

კლივლენდ კავალიერსმა ინდიანა პეისერსთან გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ლებრონ ჯეიმსის დამსახურებაა. 105:101 მოგებულ შეხვედრაში ლებრონმა 45 ქულა დააგროვა! გარდა ამისა, მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 7 პასია.

ჯეიმსი გახდა პირველი მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც მე-7 თამაშში ასეთი ციფრები დააფიქსირა!

ინდიანას ვერც ვიქტორ ოლადიპოს კარგმა თამაშმა უშველა - მან ორმაგი დუბლი შეასრულა (30 ქულა, 12 მოხსნა), მაგრამ ლებრონთან ვერაფერს გახდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ კლივლენდი 11 ქულით იგებდა, ლებრონს კი იმ დროისთვის უკვე 26 ქულა ჰქონდა გაკეთებული.

ლებრონ ჯეიმსმა კლივლენდი კიდევ ერთხელ იხსნა

კავალიერსი მესამე მეოთხედის შუაში მაინც გატყდა - ინდიანამ ზედიზედ სამი 3-ქულიანით თამაშში დაბრუნება მოახერხა, მაგრამ ლებრონი და კომპანია მალევე გამოცოცხლდნენ მესამე პერიოდის მიწურულს მაინც წინ იყვნენ. ბოლო მეოთხედში კლივლენდმა მეტოქეს აღარაფერი გააბედინა.

მეოთხედფინალში კლივლენდს ტორონტო ელოდება, რომელმაც პლეი ოფის პირველ რაუნდში ვაშინგტონი 4:2 დაამარცხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები