Thumbnail

მერაბ დვალიშვილი: მეგონა, თოვლიან წყალში ვხტებოდი, მაგრამ ყინული დამხვდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მერაბ დვალიშვილი ყინულიან წყალში გადახტა და თავი გაიტეხა
  • ქართველი მებრძოლი ამ ამბავზე თვითონვე ხუმრობს

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა თავი გაიტეხა და ეს მას შემდეგ, რაც წყალში გადახტა. როგორც თვითონ მერაბის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოდან ირკვევა, მას წყალი გაყინული დახვდა, რასაც არ ელოდა.

"რა კარგი დღეა და რა სულელური შემთხვევა მომივიდა," - ამბობს მერაბი ვიდეოში.

"მეგონა თოვლიან წყალში ვხტებოდი, რადგან გუშინ არ იყო გაყინული... მაგრამ ბასრი ყინული დამხვდა... ახლა ყველაფერი რიგზეა კარგად ვარ", - დაწერა დვალიშვილმა ინსტაგრამის პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის UFC-ში ზედიზედ 5 ბრძოლა აქვს მოგებული და მისი ბალანსი დადებითია (5-2), თუმცა ბოლოს გასული წლის აგვისტოში იჩხუბა, როდესაც ამერიკელი ჯონ დოდსონი დაამარცხა. მას შემდეგ მერაბის რამდენიმე ბრძოლა სხვადასხვა მიზეზებით გაუქმდა.

კომენტარები

ბოლო ამბები