Thumbnail

TOP 14 | გელა აფრასიძის დებიუტი - მონპელიე რეგულარულის ჩემპიონია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გორგოძის მონპელიემ მოიგო
  • ზირაქაშვილის კლერმონის მარცხი

TOP 14-ის 25-ე ტურის შეხვედრაში ტულონმა კასტრი 59:13 გაანადგურა. მასპინძელთა რიგებში მამუკა გორგოძემ და ლევან ჩილაჩავამ ითამაშეს. ორივე მორაგბე სათადარიგო სკამზე იყო. ჩილაჩავა მინდორზე 50-ე წუთზე შემოვიდა, ხოლო გორგოძე 59-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში.

ტულონმა მეტოქეს რვა ლელო დაუდო და რვავე გარდასახვა გაუტანა. ქართველების გუნდი 73 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

აჟენისა და კლერმონის შეხვედრაში ერთადერთმა ქართველმა ითამაშა - დავით ზირაქაშვილი კლერმონის რიგებში სათადარიგო სკამზე იყო და შეხვედრაში 53-ე წუთიდან ჩაერთო. აჟენმა კლერმონს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო - 27:17.

თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის კლუბი მე-11 ადგილზე აღზევდა და TOP 14-ში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კლერმონი 50 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

მონპელიემ პო გაანადგურდა და რეგულარული სეზონის გამარჯვებული გახდა. მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ქუბრიაშვილმა 54-ე წუთზე დატოვა მოედანი. ნარიაშვილი კი 69-ე წუთამდე დარჩა მინდორზე.

TOP 14-ში დებიუტი ჰქონდა გელა აფრასიძეს, რომელმაც ბოლო 4 წუთი რუანი პიენაარის ნაცვლად ითამაშა.

მონპელიე 81 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ რასინგს 6 ქულით უსწრებს. პო მე-8 ადგილზეა და TOP 14-ის პლეი ოფის ზონას ორი ქულით ჩამორჩება.

ზურა ჟვანიას სტად ფრანსემ კარლენ ასიეშვილისა და სოსო ბეკოშვილის ბრივს მოუგო. ჟვანია და ბეკოშვილი განაცხადში იყვნენ, ხოლო ასიეშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. კარლენი 53-ე წუთზე შეცვალეს და სოსო ბეკოშვილიც ამ დროს შემოიყვანეს მინდორზე. ზურა ჟვანია კი 64-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.

სტად ფრანსე 42 ქულით მე-12 ადგილზეა. ბრივი 32 ქულით ბოლო ადგილს იკავებს და გავარდნის მთავარი კანდიდატია.

ირაკლი მირცხულავას ოიონამ ლიონს 39:18 მოუგო. მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო და მინდორზე 69 წუთი გაატარა. ოიონამ ამ გამარჯვებით TOP 14-ში დარჩენის შანსი შეინარუჩნა. ლიონი 66 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა.

ვასილ კაკოვინის რასინგმა ბორდოს სტუმრად 39:15 მოუგო - კაკოვინმა 27 წუთს ითამაშა. ლექსო ყაულაშვილის ლა როშელი ტულუზთან დამარცხდა 19:14 - ყაულაშვილი 31-ე წუთზე შეცვალეს.

TOP 14-ის ცხრილი 25 ტურის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები