Thumbnail

კალაშნიკოვამ მხოლოდ 2 გეიმი მოიგო - წინ წლის პირველი სლემ-ტურნირია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 820 დოლარი) პირველივე რაუნდში წააგო, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

მოგეხსენებათ, კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში ძლიერი ჩოგბურთელია და მსოფლიოს რეიტინგში 63-ე პოზიციაზეა, ერთეულებში კი თითქმის არ თამაშობს: 2016 წლის მერე კლასიფიკაციაშიც აღარ არის და 4 წლის განმავლობაში სულ სამი მატჩი ჰქონდა გამართული.

ოქსანა ამას ახლაც არ აპირებდა, თუმცა, როდესაც Grampians Trophy-ზე ერთეულებში თამაშზე უარი უკანასკნელ მომენტში ბიანკა ანდრეესკუმ თქვა და ალტერნატიული სიიდან საგზური კალაშნიკოვას ერგო, ჩვენებურს უარი არ უთქვამს. სწორედ ამგვარად, ქართველი ჩოგბურთელი დღეს 1/16-ფინალში მსოფლიოს 72-ე ჩოგან სორანა კირსტეას (რუმინეთი) გაეჯიბრა და მხოლოდ 2 გეიმის აღება მოახერხა – 1:6, 1:6.

შეგახსენებთ, რომ რომ ოქსანა ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება და ამისთვის, კარანტინის გავლაც დასჭირდა. წლის პირველ სლემ-ტურნირზე ოქსანას მეწყვილე ესპანელი ხეორხიანა გარსია-პერესი იქნება. ეს წყვილი მელბურნის ტურნირის საწყის რაუნდში ავსტრალიურ დუეტთან (მიერსი-პოპოვიჩი) 1:6, 2:6 დამარცხდა. კალაშნიკოვას კარიერის საუკეთესო მიღწევა წყვილებში 43-ე პოზიციაა. მან კარიერაში $787 896 გამოიმუშავა და WTA-ს ტურნირებზე 4 ტიტული (ყველა წყვილებში) მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები