Thumbnail
  • ბოსტონთან 38 ქულით სტეფ კარიმ განსაკუთრებული შედეგი დააფიქსირა
  • გოლდენ სტეიტის ლიდერი ახლა ლეგენდის რეკორდს უმიზნებს

სტეფ კარიმ თავის ბრწყინვალე კარიერაში წუხელ ახალ, განსაკუთრებულ საფეხურს მიაღწია!

ბოსტონ სელტიკსთან 107:111 წაგებულ შეხვედრაში კარიმ 17 000-ქულიანი ზღვარი გადალახა. ამით იგი ამ კატეგორიის ფრენჩაიზის რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა. რეკორდი ჯერ კიდევ ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის - 17 783 ქულა. სტეფი ახლა სწორედ ამ რეკორდს უმიზნებს - თუკი ის ასეთ შედეგიან თამაშს გააგრძელებს, რეკორდს ამ სეზონშივე მოხსნის.

კარიმ ბოსტონთან ჯამში 38 ქულა დააგროვა (7 სამქულიანი ჩააგდო) და 11 მოხსნაც ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგი დუბლი გაიფორმა. მიუხედავად ამისა, უორიორსი სელტიკსთან მაინც დამარცხდა. გოლდენ სტეიტისთვის ეს 21-ე მატჩში მე-10 წაგებაა, რის გამოც გუნდი დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის ზონაში აღარ არის (მე-9 ადგილი). აქვე ვთქვათ, რომ ბოსტონელთაგან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ - 27 ქულით. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები