Thumbnail
  • ვესტ ჰემი 1:4 მანჩესტერ სიტი
  • სიტიმ კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა

პრემიერლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში მანჩესტერ სიტიმ გასვლაზე ვესტ ჰემს მოუგო და მორიგი რეკორდი გაიმეორა.

მანჩესტერელებმა, 38 მატჩიან პრემიერლიგაში, აქამდე არსებულ რეკორდს (ჩელსი 2016-17) - 30 მოგებას მიაღწიეს.

გოლები სიტიდან ლეროი სანემ, გაბრიელ ჟესუსმა და ფერნანდინიომ გაიტანეს. ხოლო ერთი გოლი ყოფილი გუნდის სასარგებლოდ, პაბლო საბალეტამ საკუთარ კარში შეაგდო.

ვესტ ჰემიდან აარონ კრესველმა გაიტანა. ვესტ ჰემი ამ წაგები გასავარდნ ზონას მიუახლოვდა და ლონდონელებისთვის წელს გავარდნა სრული ფიასკო იქნება.

ფანები მფლობელების მუშაობით ისედაც უკმაყოფილოები არიან და მთელი სეზონია ტრიბუნაზე და მოედნის გარეთ დემონსტრაციები არ წყდება.

გუნდები, რომლებმაც პრემიერლიგაში 100 და მეტი გოლი გაიტანეს: 

  • ჩელსი - 103 / 2009-10

  • მანჩესტერ სიტი - 102 / 2013-14

  • ლივერპული - 101 / 2013-14

  • მანჩესტერ სიტი - 100 / 2017-18

ლეროი სანე გახდა სიტის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში - 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები