Thumbnail
  • შერმადინი იანვარში - საშუალოდ 20.6 ქულა, 5.6 მოხსნა და 3.5 პასი
  • გიორგი სეზონში მეორედ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე

ლენოვო ტენერიფეს (ესპანურმა გუნდმა სპონსორი შეიცვალა და სახელიც ტრანსფორმირდა) ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB ლიგა) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ACB ლიგის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა.

გასულ თვეში ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო და 2-ჯერ წააგო. შერმადინს კი ხსენებულ ხუთ შეხვედრაში საშუალოდ 20.6 ქულა, 5.6 მოხსნა, 3.5 პასი, 1.5 ჩაჭრა და 0.8 დაფარება ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა იანვარში 60-დან 41 ორქულიანი და 24-დან 21 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, რაც ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

შერმადინი მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ გახდა ლიგა ენდესას თვის საუკეთესო მოთამაშე (პირველად ოქტომბერში). ლენოვო ტენერიფე ლიგა ენდესაში 17 გამარჯვებით და 4 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ რეალი-ბარსელონას დუეტს ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები