Thumbnail

სელტიკმა 'ოლდ ფირმში' გაიმარჯვა და ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სელტიკი 5:0 რეინჯერსი
  • სელტიკის ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა

შოტლანდიის პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში სელტიკ პარკმა გლაზგოს 'ოლდ ფირმს' უმასპინძლა. დერბიში კელტებმა რეინჯერსი დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცხეს.

ფრანგმა ფორვარდმა - ოდსონ ედუარმა დუბლი მიითვალა, შემდეგ ჯეიმი ფორესტმა, ტომ როჯიჩმა და კალუმ მაკგრეგორიმ გაიტანეს.

სელტიკმა პრემიერლიგა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, ხოლო ჯამში გლაზგოს მწვანე მხარეს ჩემპიონატი 49-ჯერ აქვს მოგებული. ამ მაჩვენებლით, სელტიკი რეინჯერსს (54) ხუთი საჩემპიონო ტიტულით ჩამორჩება.

► სტივენ ჯერარდი მოლაპარაკებებს რეინჯერსთან აწარმოებს

კომენტარები

ბოლო ამბები