Thumbnail

კეისუკე ჰონდა პორტუგალიაში - იაპონელის მე-10 კლუბი კარიერაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე პორტუგალიაში სეზონის ბოლომდე ითამაშებს
  • კეისუკე ჰონდა პორტიმონენსეს ღირსებას დაიცავს

საფეხბურთო გუნდებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს - პორტუგალიური პორტიმონენსეც ასე მოიქცა, რომელმაც ბოლო დღეს ერთბაშად ოთხ მოთამაშესთან შეათანხმა კონტრაქტი. მათ შორის ერთ-ერთი კეისუკე ჰონდაა. იაპონელმა ფეხბურთელისთვის ეს გუნდი კარიერაში მეათეა.

ჰონდა ბოლოს ბრაზილიურ ბოტაფოგოში თამაშობდა, სადაც 18 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. კეისუკესთვის პორტიმონენსე მე-5 ევროპული კლუბია. ის მანამდე ვენლოს, ცსკა-ს, მილანისა და ვიტესის ღირსებას იცავდა. ჰონდა არის ფეხბურთელი, რომელსაც უკვე 5 კონტინენტზე უთამაშია და გოლი ყველგან აქვს გატანილი.

მართალია, ის პორტუგალიურ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, თუმცა მხარეებს შეუძლიათ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. პორტუგალიელები ჰონდას სულ მალე წარადგენენ.

კომენტარები

ბოლო ამბები