Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრება ჩატარდება, სადაც მთავარი საკითხი კვლავაც ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები იქნება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის ცნობით, თავდაპირველად სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა და კანიდატთა გამოსვლები იქნება, პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი, სრკ-ის გამგეობის დაკომპლექტებაც მოხდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაში არ გაატარა. საჯარო რეესტრის განმარტებით, ამის მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარებული ყრილობაა. ყრილობა 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ 30 დეკემბერს ჩატარდა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად რაგბის კავშირს 30 დღის ვადა მისცა. ასე რომ, საჭირო გახდა რაგბის კავშირის ახალი საერთო კრების ჩატარება და შემდეგ არჩევნების გამართვა. 

როგორც ვიუწყებოდით, 30 დეკემბერს გამართულ ყრილობას 82 დელეგატიდან 43 დაესწრო, რომელთაგანაც 31-მა მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. გოჩა სვანიძეს ხმა 10-მა მისცა, ხოლო ორი ხმა გაბათილდა. საჯარო რეესტრს განცხადებით პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ მიმართა, რომელმაც დეკემბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და პროცესს არც დასწრებია.

კომენტარები

ბოლო ამბები