Thumbnail
  •  fmkorea: ვაკო ყაზაიშვილი ულსან ჰიუნდაიში ითამაშებს
  • ინფორმაცია სამხრეთკორეულ მედიაში გავრცელდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი, სავარაუდოდ, კარიერას სამხრეთ კორეაში, ულსან ჰიუნდაის რიგებში გააგრძელებს. ამის შესახებ სამხრეთ კორეული გამოცემა fmkorea იტყობინება. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ყაზაიშვილი ბოლოს ამერიკული სან ხოსეს წევრი იყო, რომლის შემადგენლობაში 2017 წლიდან თამაშობდა, მაგრამ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ვაკოს მანამდე ვარშავის ლეგიასა და არნემის ვიტესშიც უთამაშია.

რაც შეეხება ულსან ჰიუნდაის, სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და დაახლოებით ერთი თვის წინ აზიის ჩემპიონთა ლიგაც მოიგო (ისტორიაში მეორედ), როდესაც ფინალში ირანული პერსეპოლისი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ულსან ჰიუნდაის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული კორეელი ფეხბურთელი ჰონ მენ ბო გახლავთ, რომელსაც სამხრეთ კორეის ნაკრებში 135-ჯერ უთამაშია და 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ნაკრების კაპიტანი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები