Thumbnail

საფრანგეთი არაღიარებული ქვეყნების ევროპის თასს უმასპინძლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 9-19 ივნისს ნიცა CONIFA-ს ევროპის თასს უმასპინძლებს
  • ტურნირში ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც მონაწილეობენ

9-19 ივნისს ფრანგული ნიცა ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაცია (CONIFA) ევროპის თასს უმასპინძლებს, რომელსაც ხშირად, არაღიარებული ქვეყნების ევროპის ჩემპიონატს უწოდებენ. 12 მონაწილეს შორის ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ნაკრებებიცაა".

31 იანვარს ევროპის თასის წილისყრა უნდა გამართულიყო, მაგრამ ის "ტექნიკური სირთულეების" გამო გადაიდო. სხვათა შორის, ე. წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები პირველ კალათში არიან განთესილები, ნიცის საგრაფოსა და პადანიასთან ერთად. მე-2 კალათი: სამპი, დასავლეთ სომხეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი, არცახი. მე-3 კალათი: სეკელის მიწა, შამერია, სარდინია და კერნოუ. 

ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ნაკრები ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია (2019), რადგან 2020-ში მსოფლიო პანდემიის გამო, ევროპის თასი არ გამართულა.  

კომენტარები

ბოლო ამბები